წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2026 იწყება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2026 იწყება. პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოქალაქეების მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებების მიღება დასრულდა და გამოიკვეთა პრიორიტეტული მიმართულებები. ადგილობრივების გადაწყვეტილებით, უპირატესობა ენიჭება გზების რეაბილიტაციას, სკვერებისა და მოსაცდელების მოწყობას, გარე განათების ქსელის განვითარებას, სანიაღვრე არხების რეაბილიტაციას, სასმელი წყლის ქსელის მოწესრიგებასა და სტადიონების რეაბილიტაციას. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების მიზნით წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები 17, 18 და 19 თებერვალს გაიმართება.

პრიორიტეტების ჩამონათვალი