წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს

✅️წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს.
✅️მუნიციპალიტეტის მასშტაბით 4 ლოკაციაზე: სოფელ ბანოჯაში, ფარცხანაყანევში, ცხუნკურსა და მაღლაკში (იმერეთის საყრდენი პუნქტი), ახალი სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
✅️ქალაქ წყალტუბოში რუსთაველის ქუჩის 1-ელ ჩიხში, შანიძის
ქუჩაზე და დედა-ენის ქუჩაზე მე-2 ჩიხში არსებული სპორტული მოედნების რეაბილიტაცია ტარდება.
✅️დღეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
✅️სპორტული მინი მოედნების მოწყობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 740 ლარი იხარჯება. სამუშოები მომავალი წლის იანვრის ბოლოს უნდა დასრულდეს.