- 2022-07-04
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დილიდან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე პირადად ხვდება ადგილობრივ მოსახლეობას, მერიის სამსახურები აგვარებენ დაზარალებულების დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხს.
2 ივლისს მოსული ძლიერი ნალექისა და ვაზნარის ღელის ადიდების შედეგად სოფელ ხომულში დანგრეულია ერთი სახლი, დატბორილია ათამდე საკარმიდამო ნაკვეთი.
დატბორვა ვაზნარის ღელის ადიდებამ გამოიწვია. შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს ითვლის.
გრძელდება ცენტრალური ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები, რომელსაც ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების” თანამშრომლები ასრულებენ.
მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო შესაბამისი ტექნიკის მაღალმთიან სოფლებში გაგზავნა, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებულია გზები