- 2025-12-29
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარის გაწმენდითი სამუშაოები დილიდან დაიწყო.
გზებზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. იწმინდება როგორც ქალაქის ცენტრალური ქუჩები, ასევე სოფლების გზები. შესაბამისი ტექნიკა მუშაობს სოფლებში: წყალტუბო, ქვილიშორი, ცხუნკური, მაღლაკი, გვიშტიბი, გუმბრა, ბანოჯა, რიონი, ოფურჩხეთი, მექვენა, დღნორისა, დერჩი.
ამ ეტაპზე, ელექტროენერგია არ მიეწოდება დაახლოებით 800 აბონენტს; მიმდინარეობს ქსელის აღდგენითი სამუშაოები.
მუნიციპალიტეტის მერის, გენადი ბალანჩივაძის ხელმძღვანელობით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს მერიის საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი.
გზების გაწმენდითი სამუშაოებს მონიტორინგს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე და საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უწევენ.