- 2023-11-15
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება.
მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სერგო კირკიტაძე კეცხოველის ქუჩაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
კეცხოველის ქუჩაზე გარდა სკვერისა, ამფითეატრი შენდება, უკვე დასრულებულია სპორტული მოედანი. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 215 833 ლარი იხარჯება.
„წყალტუბო ინარჩუნებს ყველაზე მწვანე ქალაქის სტატუსს. 400-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს ამ უბანში, მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა სკვერისა და დასასვენებელი ადგილის მოწყობას. პროექტი წლის ბოლოს დასრულდება “ – განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.
სკვერში გათვალისწინებულია უნიკალური მწვანე ნარგავების გაშენება, საფეხმავლო ბილიკების და გარე – განათების მოწყობა, დაიდგმება მოსასვენებელი სკამები და გაკეთდება საბავშვო ატრაქციონები.
მუნიციპალიტეტის მერმა ასევე, სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტები დაათვალიერა.