- 2022-06-29
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოში საერთაშორისო პროექტის ,,თანამშრომლობა სუფთა გარემოს’’ ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაზე განიხილეს სასოფლო თემებში ნარჩენების მართვის გამოწვევების საკითხი. პროექტის კოორდინატორმა მაია ფანჩულიძემ წარადგინა პრეზენტაცია პროექტის ,, თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის’’ ფარგლებში წყალტუბოში განხორციელებული აქტივობებისა და ღონისძიებების შესახებ.
აღინიშნა, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ევროკავშირის 2014-2020 წლების შავი ზღვის პროგრამის მხარდაჭერით საერთაშორისო პროექტში ჩართვა და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა არის უდიდესი გამოწვევა.
კონფერენციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი “სპექტრის’’ ხელმძღვანელი ქეთვან ცხაკაია, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის კოორდინატორი დშხუი სააკიანი და სომხეთის დელეგაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ასევე პრეზენტაციებს ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიებისა და გამოწვევების, ნარჩენების განთავსების რეგიონული ობიექტების მდგომარეობისა და ქალაქ ქუთაისში ნარჩენების სეპარირებისა და კომპოსტირების გამოცდილების შესახებ.
„პროექტმა ,,თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის’’ მოგვცა ახალი საერთაშორისო ურთიერთობების დამყარებისა საშუალება, წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან დელეგაციის ვიზიტი რუმინეთი ქალაქ გალაცში, სადაც ხელი მოეწერა ტურიზმის ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ამის დასტურია, მიხარია, რომ პროექტის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ხუთ დიდ სოფელში(ქვიტირი, ფარცხანაყანევი, გეგუთი, მაღლაკი, მუხიანი) უკვე დაინერგა ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, შევიძინეთ 100-ზე მეტი სპეციალური ნაგავშემკრები კონტეინერი და ერთი ნაგამზიდი ავტომობილი’’-განაცხდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ
საერთაშორისო პროექტი “თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის” ხორციელდება ევროკავშირის 2014-2020 წლების შავი ზღვის პროგრამის მხარდაჭერით. მისი წამყვანი პარტნიორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტია. პარტნიორები არიან სომხეთის, მოლდოვას, რუმინეთის წარმომადგენლები და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი “სპექტრი’’.