- 2022-05-27
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება.
სოფელ რიონში გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს დღეს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე ადგილზე გაეცნო.
„ აღნიშნული პროექტი ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის საკმაოდ დიდი მნიშვნელობისაა. გზის დაგებასთან ერთად წესრიგდება სანიაღვრე სისტემა, ეწყობა დამცავი კედლები. მუნიციპალიტეტში პრიორიტეტეების მიხედვით გაგრძელდება როგორც საგზაო, ასევე მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების და სხვა ინფრასტურქტურული პროექტები” – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ
სოფელ რიონში გზის მოწესრიგების შემდეგ მოსახლეობას გადაადგილების დროს დისკომფორტი აღარ შეექმნება.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა