- 2024-03-22
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იმერეთის სპა კურორტებში, წყალტუბოსა და საირმეში სხვადასხვა ღონისძებები და აქტივობები ტარდება.
ტრადიციულად, წელს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების სპორტისა და ახალაგზრდობის საქმეთა სამსახურის მოწვევით წყალტუბოში ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან სკოლის მოსწავლეები და ბაღდათის თვითმმართველობის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. სტუმრებმა კურორტის უნიკალური პარკი და აბაზანები დაათვალიერეს.
მეზობელი კურორტის ახალგაზრდების გიდები „წყალტუბოს ბავშვთა და ახალგაზრდრობის ცენტრის“ ეკო კლუბის წევრი თანატოლები იყვნენ.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი და საკრებულოს კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი შეხვდნენ.
ღონისძიება „პრომეთესა“ და „თეთრა“ მღვიმეების დათვალიერებით გაგრძელდა.
დასკვნითი კონფერენცია სასტუმრო „პრომეთეში“ შედგა. ეკო კლუბის ხელმძღვანელმა ცირა ბერეკავშვილმა მოსწავლეებთან ერთად პრაქტიკული მეცადინეობა და თეორიული კონფერენცია ჩაატარა კურორტ წყალტუბოს სამკურნალო წყლების უნიკალური თვისებების შესახებ.
ბაღდათელმა მოსწავლეებმა აქაურ თანატოლებს ბაღდათის სხვადასხვა საკურორტო და ისტორიული ადგილების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.