წყალტუბოს მუნიციპალიტეტი თვითმმართველი ერთეულია იმერეთის მხარეში. ოფიციალურ ბალნეოლოგიურ კურორტად ის 1920 წლიდან იქცა, ხოლო ქალაქის სტატუსი 1953 წელს მიენიჭა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი მდებარეობს იმერეთის ცენტალურ ნაწილში, აღმოსავლეთით ესაზღვრება ქალაქი ქუთაისი, დასავლეთით -სამტრედიისა და ხონის, ხოლო სამხრეთით- ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტები.
რელიეფის განმსაზღვრელ ფიზიკურ-გეოგრაფიულ ფაქტორს წარმოადგენს ფართო ოვალური ფორმის ჩაღრმავება, რომელიც ყოველი მხრიდან შემოსაზღვრულია მთაგრეხილებით. რელიეფის ძირითადი ფორმები დაბლობ-ბორცვიანია.
წყალტუბოს ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები: გუბისწყალი, წყალტუბო.
წყალტუბოში 43 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 42 სოფელი.
მუნიციპალიტეტის მთავარი სატრანსპორტო კვანძია ქალაქი წყალტუბო, რომელიც საავტომობილო გზებით უკავშირდება ქალაქებს: ქუთაისს, ხონს, ცაგერს, ტყიბულს.
წყალტუბო მრავალფუნქციური, მსოფლიო მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტია, რომლის ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანი რესურსია უნიკალური რადონის შემცველობის წყალი, რითაც კურორტი ყოველთვის იზიდავდა დამსვენებლებს. წყალტუბო საინტერესოა ტურისტებისათვის აქ არსებული კარსტული მღვიმეების ,,სათაფლიისა’’ და ,,პრომეთეს’’ მიწისქვეშა სილამაზითა და სამკურნალო სპელეოტურიზმისათვის დამახასიათებელი ფაქტორებით.
წყალტუბოს ტერიტორიაზე მდებარეობს ფეოდალური ხანის საქართველოს საერო არქიტექტურის მნიშვნელოვანი ძეგლია გეგუთის სასახლე X-XIსს; იოანე ნათლიმცემლის სახელობის ეკლესია სოფელ დეჩში_ VIII–IX სს; ზარათის ეკლესია სოფ. ზარათში_ XI სს
წყალტუბოში მდებარეობს აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, მწერალ ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმი სოფელ ჩუნეშში, გიორგო ახვლედიანის სახლ- მუზეუმი სოფელ დერჩში.