100 წლის ელენე ლანჩავას წყალტუბოს მერმა იუბილე პირადად მიულოცა

                                                                                                                         

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ სოფელ ტყაჩირში მცხოვრებ ელენე ლანჩავას 100 წლის იუბილე მიულოცა.
📣 ,, ჩემთვის დიდი პატივია დაბადების დღე პირადად მივულოცო ქალბატონ ელენეს, რომლის ცხოვრების მთავარი მიზანი სიკეთის კეთება, ქვეყნისა და ოჯახის ღირსების დაცვა და გაფრთხილებაა. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მედიკოსთა დახმარებით 100 წლის ქალბატონმა ახლახან დაამარცხა კოვიდი და იუბილეს გამოჯანმრთელებული შეხვდა, ღმერთმა უმრავლოს ჩვენს ქვეყანას ასეთი ღირსეული ადამიანები’’- გენადი ბალანჩივაძე.
➡ელენე ლანჩავამ 30 წელზე მეტი იმუშავა სოფლის მეურნეობის სფეროში.
🔹100 წლის ელენე ლანჩავას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალური პროგრამით გათვალისწინებული 1000 ლარი ჩაურიცხა.