- 2026-09-24
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ვაჟა ჟორჟოლიანი უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს ანგარიში ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“ მიერ 2026 წლის I – II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
ასევე, დეპუტატებმა განიხილეს ამავე კომისიის 2026 წლის მეოთხე კვარტლის სამუშაო გეგმის საკითხი.