- 2023-01-28
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსებისა და კერძო სახლების გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის სოფლებში დაზარალებული ოჯახებისთვის ხისა და თუნუქის მასალების გადაცემას უზრუნველყოფენ.
მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე სამუშაოების მიმდინარეობას მონიტორინგს უწევს. პირველ რიგში მასალებს ის ოჯახები იღებენ, რომელთა საცხოვრებელი სახლები ძლიერი ქარის შედეგად ყველაზე უფრო დაზიანდა.
11-14 იანვარს სტიქიის შედეგად წყალტუბოში მუნიციპალიტეტში 46 მაღალსართულიანი კორპუსი და 230 კერძო სახლი დაზიანდა, როგორც მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე აცხადებს სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება უახლოეს დღეებში დასრულდება.