- 2023-02-22
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, გენადი ბალანჩივაძე და მოადგილე, გრიგოლ ყურაშვილი ევროკავშირის შავი ზღვის ქვეყნების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ალინა დეკუ და რალუკა ბუზანი წყალტუბოში საერთაშორისო პროექტს “თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის” მონიტორინგის მიზნით იმყოფებოდნენ.
პროექტი 2020-2022 წლებში ევროკავშირის 2014-2020 წლების შავი ზღვის პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა. მის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 7 დიდ სოფელში ნარჩენების სეპარირებული შეგროვება დაინერგა, გარდა ამისა, შეძენილ იქნა ახალი ნაგავშემკრები კონტეინერები და ერთი ნაგავმზიდი მანქანა, ამასთან მოხდა ახალი საერთაშორისო ურთიერთობების დამყარება და დამეგობრება ქალაქებთან ვანაძორი (სომხეთი), უნგენი (მოლდოვა). თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა ასოციაცია “ტექნოპოლ გალაცთან” (რუმინეთი)
შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში ახალი საერთაშორისო ურთიერთობების დამყარებისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში პლასტიკისა და ქაღალდის სეპარირების დანერგვის ფაქტებზე გაამახვილეს ყურადღება და გამოცდილებათა გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
,,ეს იყო წარმატებული საერთაშორისო პროექტი, რომლის საშუალებით გადაიდგა კიდევ ერთი ნაბიჯი ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად ნარჩენების მართვის კუთხით. თანამედროვე მსოფლიოსთვის ეს უმნიშვნელოვანესი გამოწვევა, მადლობა იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის ,,სპექტრის” თავმჯდომარეს ქეთევან ცხაკაიას და პროექტში ჩართულ მხარეებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის”- განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.
შეხვედრას პროექტის კოორდინატორი მაია ფანჩულიძე თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდა .
წყალტუბოში საერთაშორისო პროექტი “თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის” განხორციელდა ევროკავშირის 2014-2020 წლების შავი ზღვის პროგრამის მხარდაჭერით. მისი წამყვანი პარტნიორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, პარტნიორები კი სომხეთის, მოლდოვას, რუმინეთის წარმომადგენლები და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი ,,სპექტრი’’ გახლდათ.