16 ივნისი ოტია იოსელიანის დაბადების დღეა

16 ივნისი ცნობილი ქართველი მწერლის, თანამედროვე კლასიკოსის, ოტია იოსელიანის დაბადების დღეა.
მწერლის 95 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წყალტუბოში, ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში ოტია იოსელიანის მეგობრები, ახალგაზრდები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მწერლის საფლავი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს ოტია იოსელიანის ხსოვნას.
„ჩვენ გვყავს ოტია, როგორც ჩვენი ნიშა ქართული ლიტერატურის რუკაზე. ოტია იოსელიანი წერდა სამშობლოზე, სიყვარულსა და ტკივილზე. მისი მართალი და გულწრფელი სიტყვა დღესაც ცოცხალია,“ – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.
მწერლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, წყალტუბოს საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა წარადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია – „ენა კალთას დაგაფარებს, დედაენა გისამშობლებს“.
დღესვე, საკონცერტო დარბაზ „ივერიის სცენაზე“ გაიმართა მსახიობ შალვა აბაშიძის სპექტაკლი „სიშორით სიახლოვე“.