- 2023-05-22
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
18 მაისს საქართველოში ქართული ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ამ დღეს ტრადიციულად წელსაც კოსტიუმირებული მსვლელობით შეუერთდა.
მსვლელობაში მონაწილეობას იღებდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, ასევე თვითმმართველობის წარმომადგენლები, ა(ა)იპები, სკოლები და ადგილობრივები.
ს/დ „ივერიასთან გაიმართა საზეიმო კონცერტი.
ღონისძიება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.