- 2023-02-10
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოში, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პარალელურად, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები. 2000- ზე მეტი იშვიათი ჯიშის მარადმწვანე მცენარე ქალაქის ტერიტორიაზე უკვე დაირგო, ამ ეტაპზე ახალი რეკრეაციული სივრცე რუსთაველის ქუჩაზე ეწყობა.
,,დღეს ახალი ნერგები დავრგეთ ყოფილი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის სრულად განახლებას და თანამედროვე სტანდარტის რეკრეაციული სივრცის მოწყობას მიმდინარე წელს ვგეგმავ, გამწვანების სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ქალაქის ყველა უბანში ჩატარდება. მინდა, მადლობა გადავუხადო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს იმისთვის, რომ მათ თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და ხე-მცენარეები ქალაქს საჩუქრად გადასცეს. წყალტუბოს განახლების პროცესში ბიზნესის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია“ – განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.
ქალაქის ცენტრალური ნაწილის მოწესრიგება და გამწვანება ტურისტული სეზონის დაწყებამდე უნდა დასრულდეს, სამუშაოების ფარგლებში, უკვე გაისხლა ხეები, მოეწყო წყალარინების ქსელი, გააშენეს სხვადასხვა დეკორატიული ხე-მცენარეები.
მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, ადგილზე საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, მოადგილე კობა გურეშიძე, მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ქალაქის გამწვანებისა და მოწესრიგების სამუშოებს ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების’’ თანამშრომლები ასრულებენ.