- 2021-03-22
- ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა.
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, რომელიც ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის (EHTTA) წევრია სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაიმართა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი მოადგილეებთან ზურაბ მაისურაძესთან და ალექსანდრე დადუნაშვილთან ერთად სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გვიშტიბის საჯარო სკოლაში კონფერენციას დაესწრო. ეკოკლუბის წევრებმა(ხელმძღვანელი ცირა ბერეკაშვილი) საინტერესო პრეზენტაციები წყლის რესურსების თემებზე წარმოადგინეს.
წყალის საერთაშორისო დღეზე კოფნერენცი მოეწყო ქალაქის N1 საჯარო სკოლაში.
მოეწყო დასუფთავების აქცია, რომელშიც მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა ახალაძემ თანამშრომლებთან და საერთაშორისო პროექტის ,, „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის’’ წარმომადგენლებთან ერთად მიიღეს.
დასუფთავების აქციაში ჩართული იყვნენ აღნიშნული სკოლები და სხვადასხვა დაწესებულებები. პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გაიწმინდა მუნიციპალიტეტის 5 ლოკაცია.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის გრიგოლ იოსელიანის განცხადებით, წყლის საერთაშორისო დღე წყალტუბოში, რომელიც უნიკალური სამკურნალო წყლებით არის ცნობილი ყოველწლიურად აღინიშნება. იმართება როგორც დასუფთავების აქციები, ასევე საინტერესო და შემეცნებითი ღონისძიებები, რომელშიც აქტიურად მონაწილეობენ ახალგაზრდები.
გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით 22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღედ 1993 წელს გამოცხადდა.
ეს დღე მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება