- 2025-03-24
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის

22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა!
ეს დღე წყალტუბოში რამდენიმე წელია სხვადასხვა სახის შემეცნებითი ღონისძიებებით აღინიშნება.
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სასტუმრო “პრომეთეს” საკონფერენციო დარბაზში (ა)იპ მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის ეკოლოგიის წრის (ხელმძღვანელი ცირა ბერეკაშვილი) წევრებმა და საჯარო სკოლების მოსწავლეებმა წყალტუბოს შესახებ საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს. კონფერენციის მონაწილეებმა, ასევე, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში, წყლის სატუმბ-საშენი ობიექტი დაათვალიერეს.
ღონისძიება მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული.
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე, მსოფლიოს მასშტაბით 1993 წლიდან აღინიშნება