22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა

ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ორი კურორტის წყალტუბოსა და საირმის ახალგაზრდებმა კონფერენციები გამართეს. წყალტუბოდან პრეზენტაციები მოამზადეს საჯარო სკოლების, ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის საბუნებისმეტყველო წრის მოსწავლეებმა.
წყალტუბო და საირმე 2016 წლიდან ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის (EHTTA) წევრია ამ თარიღთან დაკავშირებით, ორ კურორტში ყოველ წელს სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები იმართება. წელსაც გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ბაღდათის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდებმა წყალტუბოში პრომეთეს მღვიმე, სასტუმრო „პრომეთე“, N 6 და N2 აბაზანები დაათვალიერეს. წყალტუბოელმა ბავშვები კი საირმის წყლის ჩამომსხმელ საამქროს სტუმრობდნენ. ღონისძიების ორგანიზატორები წყალტუბოს და ბაღდათის მუნიციპალიტეტების განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურები იყვნენ. წყლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თვითმმართველობაში დასუფთავების აქციაც ჩატარდა. მერიის და საკრებულოს თანამშრომლებმა პარკის ტერიტორია დაასუფთავეს.
გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით 22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღედ 1993 წელს გამოცხადდა.
ეს თარიღი მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება.