წყალტუბოში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელ პირველკურსელებთან საზეიმო შეხვედრა გაიმართა

წყალტუბოში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელ პირველკურსელებთან საზეიმო შეხვედრა გაიმართა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მამუკა ჩხეტიანმა სტუდენტებს წარმატებები უსურვეს და აღნიშნეს, რომ განათლებული თაობა ქმნის ქვეყნის საიმედო მომავალს.
,,დღეს ჩვენი ქვეყანა აღმშენებლობისა და განახლების გზაზე დგას, ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკური კურსი, მშვიდობით, ღირსებით ევროპისკენ სვლა არის ქვეყნის უკეთესი მომავლის გარანტი. განათლებული თაობის როლი ქვეყნის განვითარების საქმეში განუზომელია. ის ღირებულებები, რომლებიც აღზრდით, კულტურული კუთვნილებითა და ტრადიციების ერთგულებით გადმოგეცათ, უნდა გახდეს პირობა იმისა, რომ შეძლოთ ღირსეული წევრობა, როგორც ეროვნული ასევე საკაცობრიო ოჯახისა. იტვირთო პასუხისმგებლობა თითოეული ადამიანის წინაშე არის ცხოვრების ყველაზე ღირსეული გზა. იშრომო, იღვაწო და შეცვალო თუნდაც ერთი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისაკენ არის ყოველი ადამიანის ყოველდღიური მისია’’- აღნიშნა გენადი ბალანჩივაძემ
წყალტუბოელ აბიტურიენტთაგან წელს 36 -მა ახალგაზრდამ ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის გენადი ბალანჩივაძის ინიციატივით, უკვე მეორე წელია გრანტის მფლობელი სტუდენტები სტიპენდიას იღებენ.