წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და პირველმა მოადგილე გრიგოლ ყურაშვილმა ახალი წლის დღესასწაული მიულოცეს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და პირველმა მოადგილე გრიგოლ ყურაშვილმა ახალი წლის დღესასწაული საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის, შსს წყალტუბოს სამმართველოს, დაცვის პოლიციის, რაიონული საავადმყოფოს ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს, ასევე, ,,სოკარ ჯორჯია” გაზის, ,,ენერგო პრო ჯორჯიას’’, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წყალტუბოს სერვისცენტრის უფროსებს მიულოცეს და საახალწლო კალათები გადასცეს.
,,ახალი წელი განსაკუთრებულად მინდა მივულოცო ყველა იმ უწყებისა და ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომლებიც საზეიმო დღეებშიც დგანან ქვეყნის სადარაჯოზე, პოლიციელებს, მეხანძრეებს, ექიმებს, ყველას, ვისთვისაც სამშობლოსა და მოყვასის სიყვარული და სამსახური არის უპირველეს მოვალეობა.
მშვიდობა, სიყვარული და კეთილდღეობა მოეტანოს ახალ 2025 წელს ჩვენი ქვეყნისთვის. ჯანის სიმრთელესა და ბედნიერებას გისურვებთ, სიკეთესა და სიხარულს დაესადგურებინოს თქვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოში“-აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძე