- 2024-05-26
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისი საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება წყალტუბოში.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთა ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა ეროვნული დღესასწაულის – 26 მაისის მნიშვნელობასა და სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ღვაწლზე ისაუბრეს. ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქის N 1 საჯარო სკოლამ წარმოადგინა მუსიკალური კომპოზიცია- ,, საქართველო’’.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ: ქალაქის საჯარო სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
ღონისძიებების ფარგლებში მოეწყო გამოფენა – „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“. ჩატარდა სპორტული აქტივობები, ასევე, ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართა კონცერტი.