27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გია კვასტიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა, პირველმა მოადგილემ კობა გურეშიძემ, მოადგილემ სერგო კირკიტაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დეპარტამენტის უფროსმა ნათია კოპალიანმა, ვეტერანებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი მამა ლუკიანემ გადაიხადა.
„27 სექტემბერი ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. ამ ომს არ ჰყავს გამარჯვებული, მაგრამ ჰყავს გმირები – ჟიული შარტავა, გურამ გაბესკირია, ქართველი მებრძოლები, რომლებმაც სამშობლოს სიყვარულისა და თავგანწირვის მაგალითები გვაჩვენს. ქედს ვიხრი ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნის წინაშე. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მშვიდობას და სტაბილურობას ალტერნატივა არ აქვს – დარწმუნებული ვარ, ჩვენ აფხაზეთს მშვიდობიანი გზით დავიბრუნებთ,“ – განაცხადა მერის მოვალეობის შემსრულებელმა გია კვასტიანმა.
დღეს, საქართველოს მასშტაბით, სოხუმის დაცემის 32 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია.