- 2026-08-26
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე არჩილ ღიბრაძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე, დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 4 საკითხი განიხილეს.
1. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 19 დეკემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
2. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 24 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების შესახებ.
4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიასა და „Rockefeller Philanthropy Advisors, Inc.“-ს შორის საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი ფატი გაგოშიძე და ადმინისტრაციული სამსახურის შესყიდვების განყოფილების უფროსი სპეციალისტი ელენე კრავცოვა ესწრებოდნენ.