- 2021-03-26
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე უძღვებოდა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე, მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი და მერიის სტრუქტურული სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
კერძოდ, სხდომაზე საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის და ასევე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის -ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
ცვლილება შევიდა ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთებში და აგრეთვე, ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ საშტატო ნუსხაში.
სხდომაზე, დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირის (საკრებულოს თავმჯდომარე) სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, სამსახურებრივი ავტომანქანის გამოყენებისათვის საწვავის ლიმიტის განსაზღვრის საკითხზე.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტში.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ტერიტორიული ზონირების საკითხი.
ასევე, დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით-იჯარით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის საკითხზე.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს შემდეგი საკითხი: . წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2021 წელს საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო წინადადებების განხილვისა და მოწონების შესახებ.
მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანებისათვის“ 50 ერთეული 240 ლიტრიანი პლასტმასისა და 60 ერთეული 1100 ლიტრიანი გალვანიზირებული ფოლადის გამჭირვალე ბადიანი ნაგავშემკრები კონტეინერების გადაცემის საკითხზე.
ასევე, თანხმობა მიეცა მუნიციპალიტეტის მერს შპს „ტელეკომ 1“ – სათვის სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით, 2 (ორი) წლის ვადით, გარე განათების ბოძების ოპტიკურ – ბოჭკოვანი კაბელის განთავსების მიზნით, გადაცემის საკითხზე.