- 2021-11-15
- ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია აგრძელებს მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება სოფელ ჩუნეშში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, სოფელ სორმონში დაიწყო გაზიფიცირების პროცესი, სოფელ საყულიასა და მუხიანში კი კეთდება სპორტული მოედნები
ინფრასტრუქტურული პროექტები დღეს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა პირველ მოადგილესთან ზურაბ მაისურაძესთან ერთად დაათვალიერა.
,,მოსახლეობის პრიორიტეტების გათვალისწინებით ხორციელდება რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება სოფელ ჩუნაშში ტაძართან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, სოფელ მუხიანში კეთდება ერთი, ხოლო სოფელ საყულიაში ორი სპორტული მოედანი, ათეული წლების შემდეგ ბუნებრივი აირის ქსელი ეწყობა სოფელ სორმონში, ყველა პროექტი ვადების დაცვით მიმდინარეობს’’ -აცხადებს მუნიციპალიტეტეის მერი გრიგოლ იოსელიანი.
მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებით ათი ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა.