- 2021-12-06
- ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის იმერეთის რეგიონის ბატალიონს ტერიტორიული რეზერვისტების 140 სამხედრო მოსამსახურე შეუერთდა, მათ შორის 8 ქალია.
102-ე ქვეითი კადრირებული ბატალიონების რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი კოპიტნარის სამხედრო ბაზაზე დადეს.
პირად შემადგენლობას სამხედრო ფიცის მიღება ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ მიულოცა და წარმატება უსურვა. რეზერვის პროგრამაში აქტიური ჩართულობისთვის ქალბატონებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. სასწავლო შეკრების დროს საუკეთესო შედეგის მქონე რეზერვისტებს მადლობის სიგელები გადაეცათ.
ფიცის დადების ცერემონიალს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად ესწრებოდა.
,,დღეს სახედრო ფიცი სხვა რეზერვისტებთან ერთად ექვსმა წყალტუბოელმა მიიღო, ქვეყნის თავდაცვის ძალებში სამსახური არის სამშობლოს სიყვარულისა და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის კარგი მაგალითი, მადლობა ყველა სამხედრო მოსამსახურეს ქვეყნის ერთგულებისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის’’-გენადი ბალანჩივაძე
ფიცის დადებამდე, რეზერვისტებმა რვა დღიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი სამედიცინო დახმარებაში, ტაქტიკურ, სამწყობრო და საცეცხლე მომზადებაში გაიარეს.
რეზერვისტები თავდაცვის ძალებში 4 წლის განმავლობაში იმსახურებენ, მათი საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 36 დღეა, რომელიც 12 თვეზეა გადანაწილებული. სამოქალაქო პირებისთვის თავდაცვის ძალებში მსახური ნებაყოფლობითია.