- 2022-04-11
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, მერის მოადგილემ გრიგოლ ყურაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს .
მამა გიორგიმ გადაიხადა ეროვნული გმირების სულების მოსახსენებელი პანაშვიდი.
,,საქართველოს უახლეს ისტორიაში, 9 აპრილი არის უმნიშვნელოვანესი თარიღი, ზუსტად 33 წლის წინ ქართველმა ხალხმა მსოფლიოს აჩვენა, რომ ერთგულია ეროვნული იდეალების და შესწევს ძალა დაიცვას დამოუკიდებლობა და თავისუფლება.
ტოტალიტარულმა რეჟიმმა 21 სიცოცხლე შეიწირა, თუმცა ამ მსხვერპლს უკვალოდ არ ჩაუვლია, 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ აღიდგინა 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა. ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს, მოვუაროთ საქართველოს და არასოდეს დავივიწყოთ სამშობლოს შეწირული გმირები’’- განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.
დღესვე წყალტუბოში 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების ამსახველი გამოფენაც გაიხსნა.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა