- 2022-05-19
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
18 მაისს საქართველოში ქართული ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ამ დღეს ტრადიციულად წელსაც კოსტიუმირებული მსვლელობით შეუერთდა.
მსვლელობა მოეწყო მუნიციპალიტეტის მერიიდან საკონცერტო დარბაზ „ივერიამდე“.
მასში შემოქმედებითი კოლექტივები, ანსამბლები, ა(ა)იპები, სკოლები, საბავშვო ბაღები, წყალტუბოს ინკლუზიური ცენტრის ბენეფიციარები, და ადგილობრივები ჩაერთნენ.
ს/დ „ივერიასთან გაიმართა ქართულ ეროვნულ თემაზე შექმნილი ნახატების გამოფენა, წარმოდგენილი იყო წყალტუბოს სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები.
ღონისძიება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.
როგორც მერის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ ყურაშვილმა აღნიშნა, ეროვნული სამოსის დღე მუნიციპალიტეტში რამდენიმე წელია ტრადიციულად ტარდება, ამ დღესასწაულს მოსახლეობა უერთდება.
„ქართული სამოსი ჩვენი ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი თვალსაჩინოებაა, რომელიც გამოგვარჩევს მსოფლიო კულტურებს შორის, წყალტუბოს მოსახლეობაც აქტიურად ერთვება
ამ ლამაზ სანახაობაში“ – განაცხადა გრიგოლ ყურაშვილმა.
კოსტიუმირებულ მსვლელობაში მონაწილეობას იღებდნენ საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, საკრებულოს წევრები და მერიის სამსახურების წარმომადგენლები.