- 2022-05-19
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის ქალაქ გალაცში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში მერმა ასოციაცია ,,ტექნოპოლ გალაცთან“ მომავალი თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომელიც გარემოს დაცვის მიმართულებით, ასევე ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის სფეროებში გამოცდილებათა გაზიარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.
ოფიციალურ შეხვედრაზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და ასოციაცია ,,ტექნოპოლ გალაცის დირექტორმა იონუტ რაზვან მოკანუმ ქალაქებს: წყალტუბოსა და გალაცს შორის ურთიერთობის გაღრმავების მზაობა დაადასტურეს და მომავალი თანამშრომლობის გეგმებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გარემოს დაცვის, ნარჩენების მართვის და რეციკლირების საკითხს.
შეხვედრას იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის ,,სპექტრის” თავმჯდომარე ქეთევან ცხაკაია, საერთაშორისო პროექტის “თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ წარმომადგენლები: მაია ფანჩულიძე, გოგა ონიანი, იასონ გაბუნია, ელენე კრავცოვა, ასევე სხვა პარტნიორების წევრები ესწრებოდნენ.
რუმინეთის ქალაქ გალაცში ვიზიტი საერთაშორისო პროექტი “თანამშრომლობა სუფთა გარემოს” ფარგლებში შედგა, პროექტი ხორციელდება ევროკავშირის 2014-2020 წლების შავი ზღვის პროგრამის მხარდაჭერით. მისი წამყვანი პარტნიორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტია. პარტნიორები არიან სომხეთის, მოლდოვას, რუმინეთის წარმომადგენლები და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი “სპექტრი’’.