- 2026-11-06
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ დიდავა უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა განიხილეს 2026-2027 წლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის პრევენციის მიზნით დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების საკითხი.
ასევე, კომისიამ იმსჯელა „წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2026 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 27 თებერვლის განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხზე.