- 2022-06-02
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ბავშვთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა ა(ა)იპ წყალტუბოს საბავშვო ბაღების გაერთიანების(ხელმძღვანელი გიორგი იობიძე) მიერ მომზადებული მხიარული სტარტებით დაიწყო.
წყალტუბოს სპორტის სასახლეში ქალაქის საბავშვო ბაღების გუნდებმა სპორტულ აქტივობებთან ერთად მუსიკალური ნომრები წარადგინეს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჟიურის გადაწყვეტილებით საპრიზო ადგილები ამგვარად განაწილდა: პირველი ადგილი ერგო N3 ბაღს, მენეჯერი თეა ჩიტია, კაპიტანი გიორგი სუპატაშვილი; მეორე ადგილზე გავიდა N 1 ბაღი, მენეჯერი ანა კუხიანიძე, კაპიტანი ალექსანდრე ღონღაძე; მესამე ადგილი N4 ბაღმა მოიპოვა, მენეჯერი ციალა შენგელია, კაპიტანი გიორგი ჯავახაძე, ხოლო მეოთხე ადგილი N2 ბაღმა მიიღო, მენეჯერი ფიქრია ქორიძე, კაპიტანი გაბრიელ სანიკიძე .
ღონისძიებას ესწრებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა თავმჯდომარე მაკა ჭელიძე, მათ ბაღების აღსაზრდელებს ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1950 წლიდან აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.