- 2022-06-03
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
,,თვითმმართველობის საქმიანობის ეფექტურობის მიზნით აუცილებელია მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია, პრიორიტეტის ერთად დასახვა, პრობლემების განხილვა და მათი გადაჭრის გზების მოძებნა. მოსახლეობასთან შეხვედრები ყველა სოფელს მოიცავს, ვისაუბრებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ პროგრამებზე, ადგილობრივები მიიღებენ ინფორმაციებს მუნიციპალიტეტში დანერგილი მომსახურების სერვისებისა და სამომავლო გეგმების შესახებ” -აცხადებს გენადი ბალანჩივაძე. მისივე თქმით, განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ახალგაზრდების მმართველობის პროცესში ჩართულობისა და მუნიციპალიტეტში დაგეგმილ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის საკითხებს.
სოფელ სორმონში ყოფნისას მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატთან გივი ჭიჭინაძესთან საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილთან , საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ მამუკა ჩხეტიანთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სორმონის საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდა და ეროვნულ მოტივებზე მომზადებულ ღონისძიებას ,,ქართული ჰანგები“ დაესწრო.