- 2022-06-08
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „წყალტუბოს ბავშვთა და ახალგაზრდობის სახლში“ ეკოლოგიის წრის ინიციატივით კონფერენცია ჩატარდა (ხელმძღვანელი ცირა ბერეკაშვილი).
კონფერენცია მიეძღვნა ისეთ საკითხებს როგორიცაა გლობალური დათბობა, ჰაერის დაბინძურება, შავი-ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა, ტყის გაჩეხა, ნარჩენების მართვის სისტემების დანერგვა და სხვა.
პრეზენტაციები წარადგინეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლის, სკოლა „ოცნების“ სასულიერო გიმნაზიის, სოფელ გვიშტიბის, სოფელ ბანოჯას საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და ეკოლოგიის წრის წარმომადგენლებმა.
კონფერენციის ბოლოს მონაწილეებს იმერეთის მეცნიერთა კავშირის „სპექტრის“ წარმომადგენელმა პროფესორმა ლალი გამყრელიძემ მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და სერტიფიკატებთან ერთად სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
კონფერენცია ჩატარდა საერთაშორისო პროექტი “თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის” ფარგლებში , რომელიც ხორციელდება ევროკავშირის 2014-2020 წლების შავი ზღვის პროგრამის მხარდაჭერით. მისი წამყვანი პარტნიორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტია. პარტნიორები არიან სომხეთის, მოლდოვას, რუმინეთის წარმომადგენლები და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი ,,სპექტრი”.