- 2022-06-10
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
ა(ა)იპ “წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის” სამხატვრო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, რომლითაც სასწავლო წლის დასრულება აღინიშნა.
ღონისძიებას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სერგო კირკიტაძე, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი, საკრებულოს წევრი ხათუნა მაღლაკელიძე და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ .
სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნახატებმა დამთვალიერებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. აღინიშნა, რომ შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე ზრუნვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
გამოფენის სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს სამხატვრო სკოლის მენეჯერს ავთანდილ ჯიბუტს და მასწავლებლებს ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობისთვის. აღინიშნა, რომ სწორედ მათი ხელმძღვანელობით სამხატვრო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ სხვადასხვა სახის კონკურსებში, რაც მათი წარმატებისა და ნიჭიერების აღიარების საშუალებად არაერთხელ იქცა. თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ახალგაზრდა მხატვრებს მომავალშიც წარმატება უსურვეს და იმედი გამოთქვეს, რომ ისინი შეძლებენ ხელოვნების ამ სფეროში თავის დამკვიდრებას.
წყალტუბოს სამხატვრო სკოლა დიდი ტრადიციების მქონე საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც 34 წელია რაც ფუნქციონირებს. მიმდინარე წელს სამხატვრო სკოლის 9 კურსდამთავრებულიდან 2 სწავლას გაგრძელებას სამხატვრო აკადემიაში აპირებს.