- 2022-06-23
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოში ქალაქის მთავარი დღესასწაულის ,,შემოდგომის წყალტუბოს’’ აღსანიშნად მზადება დაიწყო.
მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე განათლების, კულტურის, მედიცინის , ასევე ქალაქში არსებული სხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა და „ შემოდგომის წყალტუბოს “ ორგანიზების შესახებ გეგმები გააცნო.
მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა, რიმა მარგიანმა დღესასწაულის ამსახველი პრეზენტაცია წარადგინა და შეკრებილებს ახალი იდეების მიწოდება სთხოვა.
,, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის რესურსების წარმოჩენა და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია, გვეყოლება მაღალი რანგის სტუმრები როგორც საქართველოდან, ასევე ევროპის დამეგობრებული ქალაქებიდან, დღესასწაული უნდა იყოს მასშტაბური, დასამახსოვრებელი და ყველასათვის სასიამოვნო განწყობის შემქმნელი’’ -აღნიშნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.
დღესასწაული ,,შემოდგომის წყალტუბო 2022’’ 1-2 ოქტომბერს ჩატარდება.