- 2022-06-23
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში 22 ივნისს მოსული ძლიერი წვიმის გამო, დაზიანებული გზები ინტენსიურად იწმინდება.
მუნიციპალიტეტის მერი, გენადი ბალანჩივაძე სამუშაოებს პირადად უწევს მონიტორინგს. მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, დაზიანებული გზის მონაკვეთების აღდგენა ხდება როგორც ცენტრლურ, ასევე შიდა სასოფლო გზებზე.
ამ ეტაპზე, გრძელდება აღდენითი სამუშაოები სოფელ მამაწმინდის, ნამოხვანისა და ჟონეთის მიმართულებით, ასევე მიმდინარეობს დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, დათვლილია ზარალი და მერიის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ კონკრეტული პროექტების განხორციელების საკითხებზე.
22 ივნისს მოსულმა უხვმა ნალექმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 80 კილომეტრამდე გზა და 105 ოჯახის საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და საკარმიდამო ნაკვეთი დააზიანა.