- 2022-07-04
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს ინკლუზიურ ცენტრში დღეს სასწავლო წლის დასრულების აღსანიშნად ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც წყალტუბოს ინკლუზიური ცენტრის მმართველმა ნინო ნემსიწვერიძემ აღნიშნა ცენტრში ამჟამად 17 აღსაზრდელი სწავლობს, მათ ემსახურება ფსიქოლოგი, ლოგოპედი და სპეც. მასწავლებლები.
წყალტუბოს ინკლუზიური ცენტრი გათვლილია 18 წლამდე ასაკის ბენეფიციარებისთვის, ამიტომ აქტუალურია, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ზრდასრული პირებისთვის დღის ცენტრის შექმნის, მათი სოციალურ პროექტებში ჩართვისა და დასაქმების საკითხები.
მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ განაცხადა, რომ მომავალი წლიდან წყალტუბოს ინკლუზიურ ცენტრში ორ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირს დაასაქმებენ.
წყალტუბოში ინკლუზიური ცენტრი უკვე 7 წელია რაც ფუნქციონირებს და იგი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.