- 2022-07-04
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოში ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით ბარმენების პროფესიული გადამზადების სამ კვირიანი ტრენინგები დასრულდა. პირველ ნაკადზე გადამზადდა 12 ბარმენი.
სერთიფიკატების გადაცემას „თეთრა მღვიმეში“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე და მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, საკრებულოს დეპუტატი ხათუნა მაღლაკელᲘძე და საასტუმროების მენეჯერები დაესწრნენ.
„წყალტუბოში ტურიზმის განვითარების პოტენციალი სულ უფრო იზრდება. მთავარია, რომ ახალგაზრდებს შევუქმნათ ადგილზე დასაქმების ყველა პირობა და ჰქონდეთ შესაბამისი ანაზღაურება. წარმატებებს ვუსურვებ ყველა კურსდამთარებულს!“ – განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.
წყალტუბოს ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელის ვერა ზურაბიანის თქმით, გადამზადების მსურველთა ახალი ჯგუფი უკვე შექმნილია, ბარტენდერის ტრენინგ-სემინარების მეორე ეტაპი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით სულ მალე დაიწყება.
სასწავლო კურსს უძღვებოდა იმერეთის ბარმენთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კოხრეიძე.