- 2022-07-04
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. წყალმა დაფარა ქალაქის ცენტრალური პარკი, გზები, ასევე ქალაქის რკალზე განლაგებული შენობების ნაწილი.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, ასევე მერიის, სახანძრო სამაშველო სამსახურისა და ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების’’ თანამშრომლები. იწმინდება სანიაღვრე არხები და მიმდინარეობს ზარალის დათვლა. დაზარალებულ მოსახლეობას ხვდება მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე.
ვაზნარის ღელის ადიდების გამო, დაიტბორა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები
უხვმა ნალექმა ადგილობრივი მოსახლეობა დააზარალა, ასევე 9 აპრილისა და გოგებაშვილის ქუჩებზე.