- 2022-07-14
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში საერთაშორისო პროექტის ,,თანამშრომლობა სუფთა გარემოსათვის’’ ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს წყალტუბოში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების, მწვანე საფარის შენარჩუნებისა და ზედაპირული წყლების მართვის საკითხები, იმსჯელეს ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე.
როგორც იმერეთის მეცნიერთა კავშირის – “სპექტრის“ ხელმძღვანელი ქეთევან ცხაკაია აცხადებს აგვისტოს ბოლოს უკვე მომზადებული იქნება ქ.წყალტუბოს ადგილობრივი გარემოსდაცვითი გეგმა, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში სწორედ ამ დოკუმენტით განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით გატარდება კონკრეტული ღონისძიებები უკვე გამოკვეთილი პრობლემების მოსაგვარებლად.
,, გეგმის შემუშავების პროცესში სხვადასხვა მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები განვიხილეთ, რომლებიც გავლენას ახდენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვით მდგომარეობაზე, ეს არის ისეთი პრობლემები, როგორებიცაა: ზედაპირული წყლების მართვის ეფექტურობა და მწვანე საფარის არსებული მდგომარეობა, ჯგუფებმა მოახდინეს პრობლემათა იდენტიფიცირება, გამომწვევი მიზეზების ჩამონათვალის გაკეთება, ასევე დაისახა კონკრეტული ღონისძიებები, ეს ყველაფერი ასახული იქნება გარემოსდაცვით გეგმაში, რომელიც მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე იქნება დასრულებული და საკრებულოს მიერ დამტკიცებული’’ – განაცხადა ქალბატონმა ქეთევან ცხაკაიამ
გარემოსდაცვითი გეგმის შემუშავების მიზნით გამართულ შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა გურეშიძე ესწრებოდნენ.