- 2022-07-15
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოში წყალარინების (კანალიზაციის) თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს
პროექტისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 24 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.
დღეის მდგომარეობით, ქალაქში წყალარინების ინფრასტრუქტურით მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ვერ სარგებლობს.
არსებული ქსელისა და ობიექტების დიდი ნაწილი კი ამორტიზებულია.
სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს წყალარინების ახალი ქსელის, კოლექტორებისა და სატუმბი სადგურების მოწყობა.
პროექტის დასრულების შედეგად, ქალაქ წყალტუბოს მოსახლეობა წყალარინების თანამედროვე და ახალი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.