- 2022-08-03
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში ელიობის დღესასწაული ტრადიციულად კულტურული და სპორტული აქტივობებით აღინიშნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი და მოადგილეები კობა გურეშიძე და სერგო კირკიტაძე.
წმინდა ელიას სახელობის ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ სპორტული აქტივობები ა(ა)იპ წყალტუბოს კულტურის ცენტრისა და ა(ა)იპ წყალტუბოს სპორტული კლუბების გაერთიანების მხარდაჭერით გაიმართა რამდენიმე ლოკაციაზე. გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები თვითმმართველობის პირველმა პირებმა გადასცეს.
ელიობის აღნიშვნა კულტურის სახლში ქართული მხატვრული ფილმის „ექვთიმე ღვთისკაცის“ ჩვენებით დასრულდა.