- 2022-08-12
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, ოფიციალური ვიზიტით სომხეთის ქალაქ ვანაძორში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში ვანაძორის მუნიციპალიტეტის მერმა არკადი პელეშიანმა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გრიგოლ ყურაშვილმა ქალაქების წყალტუბოსა და ვანაძორის დამეგობრების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორენდუმი გარემოს დაცვის მიმართულებითა და ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის სფეროებში გამოცდილებათა გაზიარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.
ოფიციალურ შეხვედრაზე მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის გეგმებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გარემოს დაცვის, ნარჩენების მართვისა და რეციკლირების საკითხს.
შეხვედრას საქართველოს გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნების მინისტრის მოადგილე, ასევე იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის ,,სპექტრის” თავმჯდომარე ქეთევან ცხაკაია, საერთაშორისო პროექტის “თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ წარმომადგენლები: მაია ფანჩულიძე და ელენე კრავცოვა, ასევე სხვა პარტნიორების წევრები ესწრებოდნენ.
სომხეთის ქალაქ ვანაძორში ვიზიტი საერთაშორისო პროექტი “თანამშრომლობა სუფთა გარემოს” ფარგლებში შედგა, პროექტი ხორციელდება ევროკავშირის 2014-2020 წლების შავი ზღვის პროგრამის მხარდაჭერით. მისი წამყვანი პარტნიორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტია. პარტნიორები არიან სომხეთის, მოლდოვას, რუმინეთის წარმომადგენლები და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი “სპექტრი’’.