- 2022-09-09
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს სახალხო დღესასწაული „შემოდგომის წყალტუბო“ 1 ოქტომბერს გაიმართება. მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით წლის მთავარი ღონისძიების მაღალ დონეზე ჩასატარებლად მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე და საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში და საკრებულოს დეპუტატებს შეხვდნენ , ასევე გაიმართა შეხვედრა ა(ა) იპ- ების ხელმძღვანელ პირებთან, რომელებმაც საკუთარი ხედვა და აქტივობები წარუდგინეს ადგილობრივ ხელისუფლებას.
განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური ორი დღის განმავლობაში შეხვედრებს მართავს სხვადასხვა დარგის და სფეროს წარმომადგენლებთან.
მერის მოადგილემ გრიგოლ ყურაშვილმა და კულტურის სამსახურის უფროსმა რიმა მარგიანმა დასახეს ტრადიციულ დღესასწაულში სხვადასხვა მომსახურების სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობის გეგმა.
როგორც მუნიციპალიტეტის მერი აცხადებს „შემოდგომის წყალტუბო 2022“ იქნება განსაკუთრებული, ყველაზე გამორჩეული დასამახსოვრებელი დღე წყალტუბოელებისთვის და ამ ქალაქის ნებისმიერი სტუმრისთვის.
დღესასწაულის ფარგლებში წყალტუბოს თვითმმართველობა უმასპინძლებს არაერთი ქვეყნის დელეგაციას, სტუმრები გაეცნობიან ქართულ ეთნოგრაფიას, ფოლკლორს, მოეწყობა თეატრალიზებული წარმოდგენები , გამოფენები, სხვადასხვა კულტურული და სპორტული აქტივობები, გაიმართება წყალტუბოს საპატიო მოქალაქეთა დაჯილდოების ცერემონია და საესტრადო კონცერტი.
„შემოდგომის წყალტუბო 2022“ 1 ოქტომბერს ქალაქის ცენტრალური სტადიონისა და სასტუმრო „პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.