- 2022-09-13
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოში ადგილობრივი მეწარმეებისთვის მეწარმეობის პრაქტიკული კურსი – როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ სოფლად ბიზნესი“ ჩატარდა.
შეხვედრას მუნიციპალიტიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე ესწრებოდა.
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა მეწარმეების ინფორმირებულობა და სხვადასხვა პროექტების წერის პტრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება აუცილებელი პირობაა სოფლად ბიზნესის განვითარებისთვის.
დამსწრე აუდიტორიას საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წარმოამდგენელმა თინათინ ოდილავაძემ მიმართა და მოქმედი აგროპროგრამების შესახებ მოკლე ინფორმაცია მიაწოდა.
სახელმწიფო პროექტების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მეწარმეებს „აწარმოე საქართველოს“ მიკრო მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის პროგრამის მენეჯერმა გიორგი კვარაცხელიამ მიაწოდა.
მეწარმეობის საბაზო უნარებზე გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მოწვეულმა ტრენერმა დილა ბერძენიშვილმა ისაუბრა.
ადგილობრივმა მეწარმეებმა შეეხვედრის ბოლოს ინდივიდუალური კონსულტაციებიც მიიღეს. ასევე შეარჩიეს ერთი პრეტენდენტი – ქალი მეწარმე, რომელიც მონაწილეობას მიიღებს მესტიის მუნიციპალიტეტში დაგეგმილ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ ვორკშოპში.