- 2022-10-06
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
,,შემოდგომის წყალტუბო -2022” დღესასწაულზე წყალტუბოს საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა: საქართველოს პარლამენტის წევრს, წყალტუბოს, ხონის, ვანის და სამტრედიის მაჟორიტარ დეპუტატს, სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, ღირსების ორდენის კავალერს, გივი ჭიჭინაძეს; შპს ,,ჰერბიას ” დამფუძნებელს, წარმატებულ ბიზნესმენსა და ქველმოქმედს, წყალტუბოს მერის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელს, ზურაბ ჯანელიძეს; ალერგოლოგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს წევრს, მანანა ჩიხლაძეს; სახალხო მომღერალს, ინდიკო სილაგაძეს.