- 2022-10-06
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის დასახელება: ქალაქ წყალტუბოს ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმა;
დამგეგმავი ორგანო: სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო;
სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების არეალი: ქალაქი წყალტუბო, ცენტრალური ნაწილი;
საჯარო განხილვის დრო და ადგილი: 2022 წლის 14 ნოემბერი, ქ. წყალტუბო, რუსთაველის ქ.№25, 13:00 საათი.
როგორც თქვენთვის ცნობილია, 2018 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (სგშ) ნაწილი – ამავე კოდექსით გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურა. სგშ პროცედურის გავლა სავალდებულოა იმ სტრატეგიული დოკუმენტისთვის, რომელიც წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოს გამოცემულ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტს, რომლითაც დგინდება სამომავლო განვითარების ჩარჩო კოდექსით განსაზღვრულ სექტორებში (სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა, თევზჭერა, ენერგეტიკა, მრეწველობა, ტრანსპორტი, ნარჩენების მართვა, წყლის რესურსების მართვა, ელექტრონული კომუნიკაციები, ტურიზმი, დაგეგმარება და სივრცითი მოწყობა) და კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული საქმიანობების სახეობებისთვის განისაზღვრება მახასიათებლები ან/და მოცულობები.
გაცნობებთ, რომ „ქალაქ წყალტუბოს ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმაზე სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ“ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაიცა 2022 წლის 14 სექტემბრის №320/ს ბრძანება.
მიმდინარე წლის 30 სექტემბრის №27550 წერილის სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა „ქალაქ წყალტუბოს ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმის“ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (სგშ) ანგარიში და „ქალაქ წყალტუბოს ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმა“, რის საფუძველზეც სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება რეკომენდაციების გაცემის მიზნით.
სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშსა და ქალაქ წყალტუბოს ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმასთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართება 2022 წლის 14 ნოემბერს, ქ. წყალტუბოში (მისამართი: რუსთაველის ქ.№25, 13:00 საათი). განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
საჯარო განხილვის დროს ხელმისაწვდომი იქნება პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ნაბეჭდი სახით. მოთხოვნის შემთხვევაში, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტო და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ აღნიშნული რეკომენდაციების/დოკუმენტაციის ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.
წარმოდგენილ სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ. ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).
დოკუმენტის მოცულობიდან გამომდინარე, დამგეგმავი ორგანოს მიერ წარმოდგენილი სრული დოკუმენტაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ელ. ბმულზე – https://drive.google.com/drive/folders/16yRrsutT3xvijvtplzAMXlsgBYZRdO0n?usp=sharing