- 2022-10-21
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს უნიკალური არქიტექტურული შენობების შესახებ ახალი წიგნი გამოიცა.
სლოვაკი მარტინ ზაიჩეკის და ანდრეა კალინოვას წიგნის –
წყალტუბოს უნიკალური არქიტექტურული შენობების შესახებ ახალი წიგნი გამოიცა.
სლოვაკი მარტინ ზაიჩეკის და ანდრეა კალინოვას წიგნის – “C:20 წყალტუბოს არქიტექტურის გზამკვლევი” პრეზენტაცია წყალტუბოს მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა.
პრეზენტაციას მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი, ეკონომიკისა და ქონების თავმჯდომარე რევაზ დიდავა , მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი ესწრებოდნენ.
,, წყალტუბო გამორჩეულია, არამარტო უნიკალური სამკურნალო წყლებით, არამედ განსაკუთრებული არქიტექტურით, აქ არსებული სანატორიუმები, რომელთაგან რამდენიმეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, განსაკუთრებულია როგორც სახელოვნებო, ასევე ისტორიული თვალსაზრისით. სასიხარულოა, რომ ქართულ ენაზე გამოიცა წიგნი, რომელშიც მკითხველი გაეცნობა ინფორმაციებსა და ფოტომასალას სწორედ ამ სანატორიუმების შესახებ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შინაარსის წიგნი, აქამდე არ გამოცემულა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ინტერნეტში განთავსებულია წიგნის ინგლისურენოვანი ვერსიაც -განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ
ახალი წიგნის შესახებ ისაუბრა ავტორმა მარტინ ზაიჩეკმა, რომელმაც აღნიშნა, რომ წიგნზე ორი წლის განმავლობაში მუშაობდა, გამოცემული აქვს წიგნები ასევე, შვედეთის ცნობილი კურორტების შესახებ, ბატონმა მარტინმა თანამშრომლობისა და საინტერესო მასალების მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა ანზორ ბაბუნაშვილს, რომელიც პროფესიით ინჟინერ-მშენებელია, მაგრამ წიგნში მოხსენიებული ჰყავთ წყალტუბოს ისტორიკოსად.
C:20 წყალტუბოს არქიტექტურის გზამკვლევის”- რამდენიმე ეგზემპლარი წიგნის ავტორმა საჩუქრად წყალტუბოს მთავარ ბიბლიოთეკას გადასცა.