- 2022-11-02
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე და საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი წარმატებულ წყალტუბოელ სპორტსმენს, ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორს მარიამ მაისურაძეს შეხვდნენ.
თვითმმართველობის პირველმა პირებმა ახალგაზრდა სპორტსმენს ალბანეთის ქალაქ დურესში იუნიორ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე მნიშვნელოვანი გამარჯვება- 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლის მოპოვება მიულოცეს და მადლობის სიგელი გადასცეს.
იუნიორ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე მარიამ მაისურაძემ ატაცში 68/70 კგ. დაძლია და ვერცხლის მედალი მოიპოვა, ძალოსანმა აკვრაში ბრინჯაოს დაეუფლა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 158 კილოგრამით ვერცხლის მედალი მიიღო.
შეხვედრას მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი, ა(ა)იპ ,,წყალტუბოს სპორტული კლუბების გაერთიანების’’ მმართველი ირაკლი კუჭავა, მარიამ მაისურაძის პირადი მწვრთნელი გურამ მამიაშვილი ესწრებოდნენ.
წარმატებულ წყალტუბოელ სპორტსმენს მარიამ მაისურაძეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფულადი ჯიდლო გადაეცა.